geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა XIII სამეცნიერო კონფერენცია: თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები

კონფერენცია ეძღვნება თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების კათედრის დაარსების 50-ე წლისთავს

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების ს/ს ინსტიტუტი და პროფ. ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრი 2026 წლის 30 სექტემბერს გამართავენ  XIII სამეცნიერო კონფერენციას - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:

 

თარგმანმცოდნეობა

ლიტერატურათმცოდნეობა

ენათმეცნიერება

ლიტერატურა და მხატვრობა

ლიტერატურა და მუსიკა

ლიტერატურა და ფილოსოფია

ლიტერატურა და კინო

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:  მოხსენება ( დასწრებული)

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი.

მსჯელობა – 5 წუთი.

 

სამუშაო ენა: ქართული

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

მოხსენება შეიძლება წარდგენილ იქნას ინდივიდუალურად / თანაავტორობით. სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის სამეცნიერო ხელმძღვანელის,  წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარდგენილი იყოს სტუდენტთა სამეცნიერო  კონფერენციაზე.

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 30 აგვისტომდე თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: translation@tsu.ge

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.  

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ნავროზაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი.  ელ.ფოსტა:ekaterine.navrozashvili@tsu.ge

თეზისების გაფორმების წესი:

 

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

 

1. ავტორის სახელი და გვარი;

2. თეზისების სათაური;

3.  უმაღლესი სასწავლებლის დასახელება;  

4. ფაკულტეტის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, კურსის დასახელება;

5. 3-5  საკვანძო სიტყვა;

6. თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word);

7. ფორმატი — A4; 

8. შრიფტი —  UNICODE (Sylfaen); 

9. თეზისების ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით. თეზისის მოცულობა:  250 სიტყვა.

10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

11. თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

·ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

·სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

·უმაღლესი სასწავლებელი, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

·ფაკულტეტის,  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, კურსის დასახელება; — 12 ზომის შრიფტით ცენტრში; 

·საკვანძო სიტყვები;

·თეზისების  ძირითადი ტექსტი.

თარიღი: 24/07/2026